ჩვენი ფოტო არქივი

Posted in Company News on January 28, 2008 by shoman

მზად არის BLC-ს ფოტო არქივი. აქ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ, ფოტოები გადაღებების პროცესიდან და ა.შ.

ერთი სიტყვით Behind The Scenes…

BLC-ს ფოტო არქივი

  

უნაპირო სიყვარული

Posted in Releases on January 22, 2008 by shoman

BLC წარმოგიდგენთ ახალ ინტერნეტ რელიზს… ეს არ არის ტიპიური BLC-ს ფილმი და საერთოდ ძნელია ამ პროექტს ფილმი უწოდო.
ასე რომ 7 საათიანი შეუჩერებლივი მონტაჟის შემდეგ, მზად ვართ წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი ნამუშევარი, პირველად BLC-ს ისტორიაში, 15 წუთიანი ფილმი!!!!

პროექტი მოგვითხრობს რამოდენიმე ოჯახის ცხოვრებაზე, თქვენთვის უკვე ბავშვობიდან ნაცნობ სტილში…

ფილმის გადმოწერა შესაძლებელია

Link.Ge

Files.ge

ფილმის ონლაინ რეჟიმში ნახვა შესაძლებელია 

MyVideo.Ge

YouTube Part1Part2 

ახალი სანახაობა – უფრო მალე!!!

Posted in Company News on January 20, 2008 by shoman

ახალ პროექტის გადაღება დასრულებულია. ფილმი ამჟამად დამონტაჟების პროცესშია. ასე რომ Coming Soon…

ახალი სანახაობა – მალე!!!

Posted in Company News on January 18, 2008 by shoman

BLC გვპირდება რომ, ორშაბათს-სამშაბათს, იქნება ახალი ინტერნეტ რელიზი, სახელწოდებით ”უნაპირო სიყვარული”… თუ რაზეა ეს პროექტი, ჯერ უცნობია.
ასე რომ, დაველოდოთ.

დოდი ხარხელი – ქისი, დოდკა

Posted in Actors & Actresses on January 14, 2008 by shoman

სახელი, გვარი: დოდი ხარხელი
დაბადების თარიღი: 13 იანვარი, 1986
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი
საყვარელი ფილმები: Variable
საყვარელი მუსიკა: Variable
ჰობი: სეკსები, სეკსები, თავისუფალ დროს – შოთა თორაძის ფილმებში მონაწილეობა.


დოდი BLC-ს შესახებ: თავიდანვე გამაოცა ჩვენი ახალგაზრდების ნიჭმა და შესაძლებლობამ თამამად გამოეხატათ თავისი დამოკიდებულება სამყაროსადმი, ქვეყანაში არსებული სოციოლოგიური და პოლიტიკური პრობლემებისადმი ასე ხმამაღლა და თვალსაჩინოდ. მინდა, რომ არ დაკარგონ ეს შემართება. მე და ჩემი ყველა კიდური მათ გვერდით იქნება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. I love this company © Balmer

BloodLine Cinema-ს წარმომადგენლების შეფასება:
ჩვენ გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით, და მივულოცოთ,
დოდი-ს მისი XXII დაბადების დღე, გვინდა ვუსურვოთ
ყველაფერი საუკეთესო, ბედნიერება ოჯახში,
და რა თქმა უნდა კიდევ მრავალი როლები BLC-ს ფილმებში.

შოთა თორაძე: ჩვენი კინოკომპანია ამაყია იმით რომ ჩვენი მსახიობების რიგებში ასეთი ნიჭიერი ქალი მსახიობია. დოდის მსახიობურ ნიჭში, ჩვენ დავრწმუნდით მოსსბერგის გადაღებისას, სადაც მან ცოლის როლი ძალიან კარგად და რეალურად შეასრულა. მას შემდეგ ჩვენ დოდის უკვე, ყველა ფილმში ვეძახით გადასაღებად. ახლა მზადდება პროექტი სადაც, მას ერთ-ერთი მთავარი როლი აქვს. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, პროექტს, 21-23 იანვრისთვის იხილავთ.

ლევან კაკაურიძე: დოდი თითქმის უპრეცენდენტო შემთხვევაა ქართველ ქალ მსახიობთა შორის, გვანცვიფრებს მის მიერ უზადოდ და უკომპლექსოდ შესრულებული როლები, რომელთა შესრულებაც დარწმუნებული ვარ ბევრ “დიდ ქართველ” მსახიობ ქალსაც კი გაუჭირდებოდა, არაჯანსაღი ტრადიციებიდან გამომდინარე. მინდა აღვნიშნო ასევე მისი შესაშური იმპროვიზაციის უნარი, რაც ფილმებს ბევრად უფრო საინტერესოს და ბუნებრივს ხდის. კარგი იქნებოდა ზოგჯერ თვალი ობიექტივისკენ რომ არ გაურბოდეს, მაგრამ როგორც ოპერატორმა უნდა ვაღიარო, რომ ეს საკმაოდ ღირსშესანიშნავი სანახაობაა ასე რომ Run DODI Run!

ირაკლი გიორგაძე – შეიდი

Posted in Actors & Actresses on January 11, 2008 by shoman

სახელი, გვარი: ირაკლი გიორგაძე
დაბადების თარიღი: 27 ნომებერი, 1988
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი
საყვარელი ფილმები: 8 mile, Troy, Constantine, Matrix, 300, The Last Legion, მონანიება, Pirates Of The Caribbean.
საყვარელი მუსიკა: Rap, Rock, Techno
ჰობი: კითხვა, მუსიკა, BLC

შეიდი BLC-ს შესახებ: BLС ახალ შექმინილი კინოკომპანიაა, რომლის პროდუქციაც ყველა თაობის მომხმარებელზეა გათვლილი. ჩვენ გვიყვარს ჩვენი საქმე და ფილმების კეთებისას მაქსიმალურად ვიხარჯებით. ჩვენთვის თქვენი გვერძე დგომა დიდი სტიმულია, იყავით ჩვენთან და გპირდებით რომ BLC თქვენს ცხოვრებას უფრო საინტერესოსა და ლამაზს გახდის

BloodLine Cinema-ს წარმომადგენლების შეფასება:

შოთა თორაძე: ირაკლი, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მსახიობია. მასთან მუშაობა ძალიან ადვილი და კომფორტულია. გააჩნია, იმპროვიზაციის უნარი. ყველაზე ნაკლები
დუბლები, ზუსტად მასთან მუშაობის დროს გვჭირდება.
ასევე მხიარული იმიჯიც აქვს. ძირითადად ყველა ფილმში კვდება და ამით ძალიან ვხალისობთ ხოლმე. მალე გამოვა ახალი პროექტი სადაც შეიდის ტრანსვესტიტის როლი ექნება.

ლევან კაკაურიძე:
ოოო, ირაკლი ცალკე თემაა არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფიაში, ასე ვიტყოდი: იგი დაბადებულია იმისთვის, რომ მოკვდეს :) მის მიერ შესრულებული არც ერთი როლი ჯერ-ჯერობით კარგად არ მთავრდება პერსონაჟის ჯანმრთელობისთვის, სამაგიეროდ მონდომება და ენთუზიაზმი, რომლითაც იგი ყველა ფილმში კვდება, ჩემში პირადად დიდ მოწონებას იმსახურებს, რამოდენიმეჯერ კამერაც კი ამიკანკალდა მისი ბუნებრივად მიცვალებული სახის გადაღებისას.
კიდევ აღსანიშნავია, რომ ირაკლი არ თაკილობს არანაირ როლს, რაც ასევე დასაფასებელია და მასთან მუშაობა ამის გამო ძალიან ადვილი და სასიამოვნოა.

ლევან ქარუმიძე – ლიმონა

Posted in Actors & Actresses on January 10, 2008 by shoman

სახელი, გვარი: ლევან ქარუმიძე
დაბადების თარიღი: 29 ივნისი, 1987
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი
საყვარელი ფილმები: Pulp Fiction, Lord of The Rings, Kingdom of Heaven, Braveheart, Cold Meal, Killer Duck
საყვარელი მუსიკა: Blues, Classical Rock
ჰობი: გიტარა, მუსიკა, BLC
ლიმონა BLC-ს შესახებ: BLC გადატრიალებას მოახდენს ქართულ კინემატოგრაფიაში, ჩვენ განსხვავებული აზრი გვკიდია, საკუთარ შეცდომებს თვითონ ვასწორებთ!

BloodLine Cinema-ს წარმომადგენლების შეფასება:

შოთა თორაძე

მე ლევანს უკვე კარგა ხანია ვიცნობ, მაგრამ მისი მსახიობური ნიჭი,
სულ ახლახანს აღმოვაჩინე. ეს იყო Mossberg 2: The Return(უკვე რარიტეტი)-ის გადაღებისას. მაშინ ჩვენ ჯერ კიდე არ ვიყავით ბოლომდე ჩამოყალიბებული კინოკომპანია, ფილმებსაც დაბალი ხარისხის ტექნიკით(მობილურით) ვიღებდით. ლიმონამ მაშინ ძალიან კარგად გამოიჩინა თავი, მას გადასარევად შეუძლია აგრესიული და არა მარტო აგრესიული როლი ითამაშოს. ერთი სიტყვით, მე ვამაყობ რომ ლიმონა თან BLC-ს წარმომადგენელია და თან მსახიობი, რადგანაც, ის გრძნობს მთელ წყობას ამ კინოკომპანიისა, და ამას უზიარებს სხვა Free Agent მსახიობებს.

ლევან კაკაურიძე:

ლევანი მე დიდი ხანი არაა რაც გავიცანი, მაგრამ მის ამოსაცნობად დიდი დრო არცაა საჭირო, ძალიან მხიარული და ხალისიანი პიროვნებაა, მაგრამ ამავდროულად ძალიან ხმაურიანიც. მის მსახიობურ ნიჭზე ბევრს არ ვილაპარაკებ, ეს ისედაც ნათლად ჩანს მის მიერ შესრულებული როლებიდან, ძალიან ნიჭიერია და თავს არ ზოგავს გადაღებების დროს.
სცენარის წერის პროცესშიც იგი ძალიან დიდ როლს თამაშობს, მისი იდეები როგორც მხიარული ასევე შინაარსიანიცაა. მოკლედ სასიამოვნოა მასთან ერთად მუშაობა როგორც “საწერ მაგიდასთან”, ასევე გადაღებების პროცესშიც.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.